პროექტის სახელი: ცხოვრება სივრცეა, იპოვე შენი ადგილი
პროექტის მოკლე აღწერა: ინფორმაციის მოძიება ნარკოტიკულ ნივთიერებებზე და ნარკომანიაზე.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები განაწილდებიან ჯგუფებში,
განიხილავენ იმ პრობლემებს, რომლებიც გამოწვეულია ნარკომანიის შედეგად.
მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით, გააკეთებენ სლაიდს ანტინარკოტიკული შინაარსით.
აიღებენ ინტერვიუებს მოზარდებისგან, გაანალიზებენ და გამოიტანენ დასკვნებს რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა.
შეაგროვებენ ცნობებს თუ რა ზემოქმედებას ახდენს ნარკოტიკული ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმზე.
მოეწყობა დისკუსია ამ პრობლემის გადაჭრის შესახებ, როგორ შეიძლება დაეხმარონ კონკრეტულ ადამიანებს ამ მავნე ჩვევის დაძლევაში.
მოსწავლეთა ასაკი: 15–16 წელი
ვადები/ ხანგრძლივობა: 3 კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები: ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის და ენციკლოპედიების საშუალებით, ინტერვიუს აღება, სლაიდის შექმნა, პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები: მოზარდები მიიღებენ ინფორმაციას ნარკოტიკების მავნე ზემოქმედების შესახებ, გაიაზრებენ, რომ მისი გამოყენება საკუთარი სიცოცხლის ხელყოფაა და გაეცნობიან გზებს თუ როგორ უნდა ებრძოლონ ნარკომანიას,
სამუშაო ენა: ქართული
სასარგებლო სხვებისთვის: მოსწავლეები სჰექმინიან და სკოლაში გამოაქვეყნებენ ანტინარკოტიკული შინაარსის გაზეთს, ბროშურას. მოაწყობენ სასკოლო კონფერენციას, მოიწვევენ სხვა მოსწავლეებს.
პროექტის ფასილიტატორი: თეონა პაპაშვილი
No comments:
Post a Comment